კრემლის პოლიტიკას გამოქცეული დევნილები საქართველოში თავს დაუცველად გრძნობენ

26.08.21 15:34
კრემლის პოლიტიკას გამოქცეული დევნილები საქართველოში თავს დაუცველად გრძნობენ

რუსეთიდან დევნილი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შევიწროებაში  საქართველოს ხელისუფლებასაც ადანაშაულებენ. ადამიანები, რომლებიც კრემლის პოლიტიკას გამოექცნენ და თავშესაფარი თბილისში ითხოვეს, ამტკიცებენ, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. მათ საქართველოში რუსული პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებმა ჩამოაკითხეს და საცხოვრებელ მისამართებზე მიაკითხეს.

კონკრეტულ ფაქტზებზე ინფორმაციას ფონდ "თავისუფალი რუსეთის" სახმრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი, იგორ კურაპტევი ავრცელებს. 

ჩემი მეგობარი, რომელსაც მე რუსეთიდან ვიცნობ, რუსული ოპოზიციის ძალიან ცნობილი წარმომადგენელია. ის საქართველოშ უკვე თვეებია სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება, რადგან თლის, რომ საქართველო უსაფრთხო ადგილი იქნება მათთვის. დღეს დილით კი გავიგეთ, რომ რუსული საბჭოური მედიის RENTV-ის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. ჩემს მეგობარს სახლში მიაკითხეს, ახლა გარეთ, სახლთან ელოდებიან, რადგან მასზე დამატებითი მასალა შეაგროვონ.მას გარეთ გასვლის ეშინია, ნათელია, რომ ბელორუსიას და რუსეთს არ სურს, რომ მათი აქტივისტები აქ იყვნენ. ეს არის სიგნალი ამ ადამიანებისთვის ვინც რუსეთში და ბელორუსიაში ცხოვრობენ, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ, - ამბობს კურაპტევი.