ოჯახური კონფლიქტი - თბილისის ცენტრში ახალგაზრდა საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღით დაჭრა
ოჯახური კონფლიქტი და დაჭრა თბილისის ცენტრში.
პირველების ინფორმაციით, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ოჯახური კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ბიძამ საკუთარი დისშვილი, 17-18 წლის ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ეზოში ყვირილით გამოვარდა და შველას ითხოვდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფოს ბრიგადაც.
ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.