ბათუმში 8 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადმოვარდა

26.08.21 17:21
ბათუმში 8 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადმოვარდა

ბათუმში 8 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადმოვარდა. მოზარდს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ  ბავშვის გადაყვანა შემდგომი კვლევებისთვის ქუთაისის, ან თბილისის შესაბამის კლინიკაში მოხდეს.

მშობლების ინფორმაციით, შემთხვევა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და სავარაუდოდ, ბავშვი სიმაღლიდან გადმოვარდა.