საარჩევნო დავების ახალი რაუნდი - ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის 56-ზე მეტი წევრის დაკითხვას ითხოვს
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით სამართლებრივი ბრძოლის ახალი რაუნდი იწყება. მოსამართლე ივერი აბაშიძე ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის სარჩელის განხილავს იწყებს.
საქმე კვირას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება. ახლა საარჩევნო ადმინისტრაციამ სამართლებრივად უნდა დადატუროს, რომ ხმის ფარულობა არ დარვეულა.
როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე არ მისულა. პროცესზე კალანდარიშვილის უწყების წარმომადგენელი იმყოფება.
ოპოზიცია მოსამართლესთან რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. ისინი მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას და საოლქო საარჩევნო კომისიის 56 წევრის გამოკითხვას ითხოვენ. ასევე ითხოვენ, აუდიტის ექსპერტის გაოკითხვასაც.
ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას. 56 -ზე მეტი მოწმე გვინდა, დღეს დაიკითხოს სასამართლოზე. მეორე - ჩვენ ვითხოვთ ასევე აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტების და სპეციალისტების დაკითხვას. ისევ ჩატარდეს მტკიცებულებათა გამოკვლევა სწორედ ხმის ფარულობის ნაწილში, რადგან სააპელაციო სასამართლოში არა აღდგენილა სრული სურათი, რაც უკავშირდება ხმის მიცემის პროცედურას და ფარულობის დაცვას. ცესკომ არაფერი მოგვაწოდა, შესაბამისად, შუამდგომლობა დავაყენეთ სასამართლოსთან მაგალითად, ბიულეტენების დაბეჭდვასთან დაკავშირებით, რომელ ორგანიზაციასთან გაფორმდა ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ., - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორაძაია.
თუ ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და სასამართლო 50-ზე მეტი მოწმის დაკითხვას დაუშვებს, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და შესაძლოა, დღის ბოლომდეც გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები სასამართლომ გააერთიანა და ერთ საკითხად განიხილავს.
- "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს;
- იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები - მათი თქმით, საარჩევნო უვბნებთან მოსყიდვას, დაშინებას და დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლას სისტემური ხასიათი ჰქონდა.