სპორტის სასახლის რეაბილიტაცია იწყება
დედაქალაქის მერის თქმით, სპორტის სასახლის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. კახა კალაძე ამბობს, რომ შენობის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის და გაახლებას საჭიროებს.
თბილისის მერი რეაბილიტაციის დაწყების კონკრეტულ ვადას ამ ეტაპზე არ ასახელებს.
ახლანდელი მდგომარეობა სპორტის სასახლის არ არის დამაკმაყოფილებელი, აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები, შესაბამისად, საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას, მოწესრიგებას. კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი და მიმდებარე სივრცეები. ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას. მოწესრიგდება საპარკინგე ზონა, დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის, - ამბობს დედაქალაქის მერი.