სარფში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს
სარფში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავტომობილს, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღის 81 ვაზნა იპოვეს, უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს გადაეცა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფში“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის 81 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს, რომელიც სალონში არსებულ სათავსოში ერთ შეკვრად იყო მოთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.