ვაჟა სირაძე და გოგა მემანიშვილი ძალადობაში მხილებული პოლიციელის სპეციალურ საგამოძიებოში დაბარებას არ გამორიცხავენ
თბილისის პოლიციის შეფი ვაჟა სირაძე ძალადობაში მხილებული პოლიციელის, ლაშა სალუქავაძის სპეციალურ საგამოძიებოში დაბარებას არ გამორიცხავს.
თუ იყო რაიმე კანონდარღვევა ან გადაცდომა, შესაბამისი რეაგირება მიეცემა აუცილებლად. პოლიციის თანამშრომლები კანონს არ არღვევენ და თუ ვინმე დაარღვევს კანონს და იძალადებს მოქალაქეებზე, შესაბამისი რეაგირება მოხდება. ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები, რომ ეს საკითხი განვიხილოთ. არის შესაბამისი ორგანოები და განიხილავენ", - ამბობს ვაჟა სირაძე.
ლაშა სალუქავაძის გამოკითხვაზე დაბარებას არ გამოირცხავს არც პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი.
თუ პოლიციელის მხრიდან როდესმე ყოფილა რაიმე სახის გადაცდომა, მიმართეთ შესაბამის უწყებებს - ეუბნება "პირველებს" მემანიშვილი.
ვიდეომასალით, რომელიც ადგილზე "პირველებმა" გადაიღო დგინდება, რომ სწორედ ლაშა სალუქვაძე ძალადობდა აქციის მონაწილე ქალებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.
არ გრცხვენია, რას აკეთებ?! კარებში მოყვება, გაიგუდება! - მიმართავდნენ ლაშა სალუქვაძეს აქციის მონაწილეების თუმცა, ის ამის მიუხედვად ძალადობას განაგრძობდა.