ექსკლუზივი: "პირველებმა" ტერორიზმში ბრალდებულების მატროსოვის ციხეზე გადაყვანის კადრები გადაიღო

26.08.21 09:11
ექსკლუზივი: "პირველებმა" ტერორიზმში ბრალდებულების მატროსოვის ციხეზე გადაყვანის კადრები გადაიღო

ტერორიზმში ბრალდებულების მატროსოვის ციხეზე უსაფრთხოდ გადაყვანა მთავრობამ ვერ დააორგანიზა. სუს-ის მიერ  განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებად გამოცხადებული ახალგაზრდები 40 წუთის განმავლობაში მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე მანქანებში ჰყავდათ გაჩერებული. 

"პირველებს" ასევე, ხელში ბრალდებულების ის პირადი მიმოწერა ჩაუვარდა, რომლის საფუძველზეც სუს-ი ამტკიცებს, რომ პანკისელი ახალგაზრდები სირიაში საბრძოლველად გადასვლას გეგმავდნენ. მიმოწერებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდები თანხებს ევროპიდან მათი მხარდამჭერებისგან ჯერ საქართველოში ელოდნენ, შემდეგ კი დიდი ოდენობით თანხებზე ეჭვი რომ არ გაჩენილიყო, კვალის არევის მიზნით, აჭარაში ნდობით აღჭურვილ პირს უგზავნიდნენ, მას კი სტამბულში მყოფი 4 პანკისელისთვის სირიაში გადასასვლელი თანხა უნდა მიეწოდებინა. 

ის, რომ ოთხი პანკისელი  ახალგაზრდა სტამბულში ორი თვის წინ ნამდვილად იყო, ამას ხეობაშიც ადასტურებენ. 

შოთაძის უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულების წრე გაიზარდოს. სწორედ ეს გახდა ამ საქმეზე სასამართლო პროცესის დახურვის მიზეზი.