პროკურატურაში გამოკითხვაზე კოალიცია "ცვლილებისთვის" 3 დამკვირვებელი დაიბარეს

13.11.24 17:24
პროკურატურაში გამოკითხვაზე კოალიცია "ცვლილებისთვის" 3 დამკვირვებელი დაიბარეს

პროკურატურაში გამოკითხვაზე კოალიცია "ცვლილებისთვის" სამი დამკვირვებელი დაიბარეს.

ერთ-ერთი დამკვირვებელი "პირველებთან" ამბობს, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გაბიტაშვილის უწყებაში მისვლას არ აპირებს და იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელსაც საარჩევნო უბნებზე ჰქონდა ადგილი 26 ოქტომბერს. 

დამიბარეს პროკურატურაში, რათა კონკრეტულად 26 ოქტომბერს საარჩევნო ოლქში, 73-ე, 74-ე უბანში მოხდა კონკრეტული დარღვავ, რაზეც მე ვისაუბრე. მთხოვეს მტკიცებულებების წარდგენა. სავარაუდო დარღვევა იყო ის, რომ სავარაუდო მოსყიდვას ჰქონდა ადგილი და სიები ჰქონდა პიროვნებას. ამბობდნენ, რომ ეს ბატონი აკეთებდა თანხის გადაცემას. საჩივარს ვერ დავწერდი, იმიტომ, რომ მოხდა საარჩევნო უბნის გარეთ. პიროვნება გაიქცა, ვსდიეთ საკმაო მანძილი, მაგრამ გაგვექცა", - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" დამკვირვებელი.