ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა - პოლიციამ სამი პირი დააკავა

27.08.21 10:21
ამოღებულია  უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა - პოლიციამ სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთსა და იმერეთში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - უწყების ცნობით, დაკავებულია 3 პირი

1989 წელს დაბადებული ნ. დ., 1975 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.კ.-სა და 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.
დანაშაულები 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნივთმტკიცებად ამოღებულია „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.