ქალების საპროტესტო მარში ცესკოსთან და შენობაში ჩაკეტილი კალანდარიშვილი

13.11.24 20:14
ქალების საპროტესტო მარში ცესკოსთან და შენობაში ჩაკეტილი კალანდარიშვილი

 

ქალების საპროტესტო მარში ცესკოსთან. დავიბრუნოთ ჩვენი ხმა - ამ სლოგანით საარჩევნო ადმინისტრაციასთან მივიდნენ ისინი, ვინც დარწმუნებულები არიან, რომ გაყალბების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გიორგი კალანდარიშვილია და მან პასუხი უნდა აგოს. ცესკოს შეფმა შენობა ჩაკეტა. მის დასაცავად  კი პოლიციელების ჯარი ადგილზე  შს სამინისტრომ გაუშვა.

სამართალდამცველებიც  მოქმედებაზე გადავიდნენ.  ჩახერგეს ცესკოს შენობამდე მისასვლელი  გზები. მშვიდობიანი მარშის მონაწილეებს კანცელარიაში განცხადებების ჩაბარების საშუალება არ მისცეს. წაართვეს ხმის გამაძლიერებლებიც ,რომ  კალანდარიშვილამდე მათ ხმას არ მიეღწია. შემდეგ კი ცესკოს მთელი შენობა ალყაში მოაქციეს. უკან დახევა არ იქნება, პროტესტის კერები გაჩნდება ყველგან - ამბობენ ქალები, რომლებიც მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას ითხოვენ.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.