97 მილიონი მხოლოდ 9 თვეში - სად მიდის მერიის ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხა

13.11.24 20:39
97 მილიონი მხოლოდ 9 თვეში - სად მიდის მერიის ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხა

 

ხალხის ჯიბიდან ამოღებული 97 მილიონი. კალაძემ ყველა ანტირეკორდი მოხსნა. მერიის ბიუჯეტში ჯარიმებიდან მხოლოდ ცხრა თვეში კოლოსალური რაოდენობის  ფული შევიდა. აქედან კი 26 მილიონი ხალხმა პარკირების წესების დარღვევისთვის გადაიხადა. ეს იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქში მანქანის გასაჩერებელი ადგილი პრაქტიკულად არ არის. თბილისში დაახლოებით 28 ათასი საპარკინგე ადგილია, იმ ფონზე, როცა ქუჩებში ასი ათასობით ავტომობილი გადაადგილდება

ახლა ჩნდება კითხვა, სად მიდის ფული, რომელსაც მერია ხალხის დაჯარიმების შედეგად იღებს?  ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს თანხა მიზანმიმათულად არ იხარჯება.  წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქში არც სატრანსპორტო კოლაფსი იქნებოდა და საპარკინგე ადგილებიც საკმარისად გაჩნდებოდა. ოპოზიცონერები დედაქალაქის მთავრობის მაღალჩინოსნების   შესაძლო კორუფციაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.