თბილისში 19 წლის კოვიდინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

27.08.21 10:26
თბილისში 19 წლის კოვიდინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ამბობენ,  რომ ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. 

ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.

ახალგაზრდა ქალი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, 1-ელ აგვისტოს საკეისრო კვეთა გაუკეთდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. 

ჩვილი ინფიცირებული არ არის. ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.

ეს კოვიდით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების მე-11 შემთხვევაა. 

მსგავსი სიახლეები