დღეს ძალადობრივი რეჟიმის მოძალადე სისტემის წარმომადგენლებმა ქალებზე განსაკუთრებით იძალადეს - მეყანწიშვილი

13.11.24 22:30
დღეს ძალადობრივი რეჟიმის მოძალადე სისტემის წარმომადგენლებმა ქალებზე განსაკუთრებით იძალადეს - მეყანწიშვილი

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, მარიამ მეყანწიშვილი ქალების მარშის დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ "დღეს ძალადობრივმა რეჟიმმა ქალებზე განსაკუთრებით იძალადა".

მარიამ მეყანწიშვილი განმარტავს, რომ არჩევნების გაყალბებას ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები კონსტიტუციური უფლების ფარგლებში, მშვიდობიანად აპროტესტებდნენ, თუმცა მისივე თქმით, "ძალადობრივი რეჟიმის მოძალადე სისტემის წარმომადგენლებმა" ამის უფლება არ მისცეს. 

სამწუხაროდ, დღეს ძალადობრივმა რეჟიმმა ქალებზე განსაკუთრებით იძალადა. 200-ზე ნაკლები ქალი მივედით მშვიდობიანი პროტესტით, ჩვენი უფლებების ფარგლებში. გვინდოდა განცხადებების შეტანა და აქცია-პერფორმანსის გამართვა, თუმცა ძალადობრივი რეჟიმის მოძალადე სისტემის წარმომადგენლებმა, არანაირი მშვიდობიანი ფორმით არ გვაცადეს ამ ყველაფრის გაკეთება.

მათ არ უნდათ ის ხალხი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ვინც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ იქ მივიდეთ მხოლოდ ქალები, ყველანაირი შეიარაღების გარეშე, შიშველი ხელებით, თუმცა ძალადობრივმა რეჟიმმა ასე გადაწყვიტა გაგვსწორებოდა ფიზიკურად'', - ამბობს მარიამ მეყანწიშვილი. 

ქალი აქტივსიტები პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშაულებენ. ინცინდენტი დღეს დილით, ცესკოს შენობის წინ მოხდა, როცა აქციის მონაწილე ქალები შენობის მიღმა ჩაკეტეს. 

ასევე ნახეთ: