ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან მომხდარ აფეთქებებს თავდამსხმელი ემსხვერპლა
ბრაზილიის დედაქალაქის ცენტრში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
არსებული ცნობით თავდამსხმელი საკუთარმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ იმსხვერპლა. აფეთქებების შემდეგ უზენაესი სასამართლოს შენობის ევაკუაცია განხორციელდა.
ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც მამაკაცმა სასამართლოში შესვლა სცადა და შეაჩერეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ ცხედარი შენობის გარეთ აღმოაჩინეს, მაგრამ დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.