შემდეგი ორი კვირა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით მოლოდინები ნეგატიურია - ტიკარაძე

27.08.21 11:17
შემდეგი ორი კვირა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით მოლოდინები ნეგატიურია - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით სიკვდილიანობის საკითხს ეხმაურება და არადამაიმედებელ პროგნოზსს აკეთებს. ეკეტერინე ტიკარაძის თქმით, "შემდეგი ორი კვირა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით მოლოდინები ნეგატიურია". 

სტაბილიზაცია ვირუსის გავრცელების კუთხით ბოლო დღეებში ფიქსირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ლეტალობის კლების მოლოდინი უნდა გვქონდეს, ვინაიდან ეს არის ის შემთხვევები, რომელიც ჯამურად არის დამდგარი. ამ ეტაპზე მაქსიმალურად გაძლიერებული გვყავს კლინიკური სექტორი.

ბატონი თენგიზი, მარინა ეზუგბაია მუდმივ რეჟიმში კლინიკებში არიან და მკურნალობის ხარისხს ამოწმებენ, ამიტომ  ჩვენ გვაქვს იმედია, რომ ის ლეტალობის მაჩვენებელი, რაც საქართველოს მსოფლიოსგან გამოარჩევს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაუმჯობესებთ, თუმცა შემდგომ 2 კვირის მანძილზე აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოლოდინი ლეტალობის მაჩვენებელთან დაკავშირებით ნეგატიურია"- თქვა მინისტრმა.