რუსული კანონი სტრასბურგში - ეკა გიგაური დარწმუნებულია, რომ ევროსასამართლოში დავას მოიგებენ

14.11.24 12:14
რუსული კანონი სტრასბურგში - ეკა გიგაური დარწმუნებულია, რომ ევროსასამართლოში დავას მოიგებენ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით შეტანილ საჩივარზე ობიექტური განაჩენი დადგება. 

მესამე სექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლო რუსული კანონის გააუქმების გადწყვეტილებას მიიღებს, რადგან ეკა გიგაურის განმარტებით, კანონი რუსული სულისკვეთების არის, რომელში გაწერილი პუნქტებიც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. 

ყველა არგუმენტი იქ არის. ჩვენ ამ არგუმენტებით ვსაუბრობთ. ამ კანონში ძალიან ბევრი რამ საერთაშორისო სტანდარტის წინააღმდეგ, ამიტომ "ოცნებას" რაც არ უნდა ელაპარაკა, რომ ასეთი კანონები სხვაგანაც არის, არ არის. ასეთი კანონები არის მხოლოდ რუსეთში და რუსეთისნაირ ქვეყნებში. მგონია, რომ ამ დავას ნამდვილად მოვიგებთ, უბრალოდ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამას სჭირდება მეტი დრო", - ამბობს ეკა გიგაური. 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა.