"გელათში ვითარება უცვლელია, მონასტერი ჩაკეტილია და გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა" - ბარათაშვილი

14.11.24 12:32
"გელათში ვითარება უცვლელია, მონასტერი ჩაკეტილია და გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა" - ბარათაშვილი

"ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი კვლავ დაკეტილია და ადგილზე ვითარება უცვლელია. 

თორნიკე ბარათაშვილის ცნობით, მონასტრის გუმბათის გადახურვის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

ვისაც გელათის ბედი ისევ გაღელვებთ.. ვითარება უცვლელია! მონასტერი ჩაკეტილია! გუმბათის გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა! გააცდინეს სამუშაოებისთვის ხელსაყრელი მშრალი სეზონი! დღემდე არ აკეთებენ კომენტარს სამუშაოების შეწყვეტის მიზეზების შესახებ. მეხუთე ზამთარი უხარისხო გადახურვის ქვეშ სირცხვილზე და მტრობაზე მეტი იქნება!" წერს ბარათაშვილი

ცნობისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან დაკეტილია. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა.

მონასტერი 15 აგვისტოს უნდა გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქომ 16 აგვისტოს მორიგი განცადება გაავრცელა და თქვა, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა.