მხოლოდ ერთი კატეს აპარატი გურიაში და უკონტროლოდ მიშვებული ინფიცირებულები - უმძიმესი ვითარება რეგიონში

27.08.21 11:22
მხოლოდ ერთი კატეს აპარატი გურიაში და უკონტროლოდ მიშვებული ინფიცირებულები - უმძიმესი ვითარება რეგიონში

კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის ოზურგეთის საავადმყოფოში მისული მოქალაქეები საათობით დგანან. გურულები "პირველებს" უყვებიან, რომ რეგიონში კატეს მხოლოდ ერთი აპარატია, რის გამოც ტერიტორიაზე მუდმივად რიგებია. ამას ემატება დაუცველი წესები. კლინიკის ეზოში, კოვიდ 19-ით დაავადებულები თავისუფლად გადაადგილდებიან, ახლო შეხება აქვთ იმ მოქალაქეებთან, ვინც საავადმყოფოში სულ სხვა გამოკვლევისთვის არიან მისული. მეტიც, უკონტროლო სიტუაციის გამო, კოვიდინფიცირებულები, რომლებსაც ვირუსი კლინიკაში დაუდასტურეს, ქუჩებშიც კი გადაადგილდებიან.

ქუჩაში მხვდება ისე ხალხი, ვისაც ერთი დღით ადრე ჩემთან დაუდასტურდა კორონავირუსი"- აცხადებს "ტვ პირველთან" ოზურგეთის  კლინიკა მედალფას დირექტორი დავით მდინარაძე