"გელათს გრუნტის წყალიც ერჩის" - "აი ფაქტის" გამოძიება

14.11.24 12:43
"გელათს გრუნტის წყალიც ერჩის" - "აი ფაქტის" გამოძიება

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების, "აი, ფაქტის" ცნობით, გელათის სამონასტრო კომპლექს საფრთხე არა მხოლოდ სახურავიდან, არამედ საძირკვლიდანაც ემუქრება.

კერძოდ, როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება წერს, საქმე გრუნტის წყლებს ეხება, რომელიც გელათის ეზოში აღმოსავლეთ მხრიდან შემოდის, გროვდება და შემდეგ ტაძარში ტენის სახით გამოიყოფა. 

"აი ფაქტი" აღნიშნავს, რომ 2021-2022 წლებში  გელათში ცნობილ კლიმატოლოგი, ალესანდრო მასარი იმყოფებოდა, რომელმაც გრუნტის წყლები შეისწავლა და რეკომენდაციაც გასცა. მაგალითად, კლიმატოლოგი, რომელიც "ასოციაცია ჯოვანნი სეკკო სუარდოს" გუნდთან ერთად მუშაობდა მიიჩნევდა, რომ ეკლესიის გარე ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო. 

"აი ფაქტი" ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად გაცემული რეკომენდაციებისა, სააგენტოს პრობლემის მოგვარების მიზნით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

ჟურნალისტური გამოძიება ვრცლად იხილეთ მოცემულ ლინკზე - გელათს გრუნტის წყალიც ერჩის – რას უპირებენ პრობლემას?