არც ერთი დღე პროტესტის გარეშე - მოპარული ხმების დასაბრუნებლად სამოქალაქო საზოგადოება დემონსტრაციებს განაგრძობს

14.11.24 15:33
არც ერთი დღე პროტესტის გარეშე - მოპარული ხმების დასაბრუნებლად სამოქალაქო საზოგადოება დემონსტრაციებს განაგრძობს

არც ერთი დღე პროტესტის გარეშე - გაყალბებული არჩევნების და მოპარული ხმების დასაბრუნებლად სამოქალაქო საზოგადოება დემონსტრაციებს განაგრძობს.

15 ნოემბერს, 17:00 საათზე, "დაიტოვე" რესპუბლიკის მოედნიდან საპროტესტო მსვლელობას გეგმავს, ხოლო 17 ნოემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან დამკვირვებლები გადიან. კვირას სწორედ ის ადამიანები მოექცევიან პროტესტის ავანგარდში, რომლებმაც საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ მიიწერა ივანიშვილის გუნდმა გამარჯვება არაკანონიერი გზებით.

საქართველოს მოქალაქეები დანებებას არ აპირებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება ქუჩიდან ბრძოლის მოწოდებას იქამდე, სანამ არჩევნები ხელახლა, თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება.

რაც არ უნდა დაღლილი ვიყო და ვამბობდე, რომ აღარ შემიძლია, მაინც შემიძლია, სახლში ვერ ვჩერდები და აუცილებლად მივდივარ. თუ არ ვარ ქვეყანაში, ვიცი, რომ ჩემი მეგობრები იქ არიან და მეც მთელი გულით და სულით იქ ვარ", - ამბობს მსახიობი ეკა ნიჟარაძე. 

სახლში ჯდომის დრო ბუნებრივია არ არის. ყველამ უნდა გადავინაცვლოთ ქუჩებში, არამხოლოდ პარლამენტთან, არამედ უამრავ სხვადასხვა ლოკაციაზე. პროტესტი უნდა გაიზარდოს და მოიცვას მთელი საქართველო", - ამბობს დავით ქაცარავა.

ფოტო - EzzGaber