რა მექანიზმებით მოიპარეს არჩევნები? - კოალიციამ „ცვლილებებისთვის“ არჩევნების გაყალბების მთავარი მტკიცებულებები წარადგინა
რა მექანიზმებით მოიპარა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები - ამ წუთებში კოალიცია “ცვლილებისთვის“ იმ დარღვევების კრებულს წარადგენს, რომელიც მათი თქმით, არჩევნების გაყალბების მთავარი მტკიცებულებაა.
ოპოზიციის ინფორმაციით, იდენტიფიცირებული ჰყავთ ის ადამიანები, ვინც გადამწყვეტ არჩევნებში გაყალბებაში იღებდა მონაწილეობას.
ხელისუფლების ოპონენტები გგმავენ ეს მტკიცებულებები საერთაშორისო პარტნიროებს გადასცენ.
პროდასავლური ოპოზიციის განცხადებით, ცესკო არ ყოფილა ერთადერთი უწყება, რომლის გამოყენებითაც, ხალხი ხმების მოიპარეს და ამაში ჩართული იყო პარლამენტი, სასამართლო და სამინისტროებიც.
ამ გაყალბებას კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, სახელების და გვარების დონეზე. ჩვენ დაწყებული გვაქვს კონკრეტული სიების გამოვლენა, ზუსტად, ვინ რა გააკეთა. გარდა ცესკოს სისტემისა, ასევე მოსამართლეები, რომლებიც კრიმინალს ჩადიან, ეს მიმართულება არის ჩვენთვის მნიშნელოვანი და ვმუშაობთ ამაზე პარტნიორებთან. აშშ-ის სანქციების განცხადებასი იყო საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთი ფოკუსი სანქიცების არის სწორედ გამყალბებლები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამ სქემას ჰყავს ასობით შემსრულებელი და აქვს მტკიცებულებები ასობით და ათასობით და რა თქმა უნდა, ყველა ამ ადამიანმა, ვინც ქვეყანას გაუბედა, მოეპარა მისთვის ევროპული მომავალი, უნდა აგონ პასუხი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, გაჩნდა მყარი არგუმენტები იმის შესახებ, რომ “ოცნებამ “არჩევნები “რუსული სტილით“ მოიპარა და ე.წ. კომეტის ეფექტი შექმნა - ანუ ხმათა უმრავლესობა ერთი პარტიის ირგვლივ მიმართა.
ამ ფენომენს რუსული სტილს უწოდებენ, დარღვევის შემთხვევაში ეს წერტილები ერთად თუა თავმოყრილი, ნაკლებადაა გაყალბებული, რაც უფრო გაფანტულია, მაშინ მეტად გაყალბდა. თუ კომეტის ფორმას იღებს, ეგ ირიბი მინიშნებაა, რომ არჩვენები გაყალბდა. ჩანს, რომ ეს კომეტის ეფექტი იყო რუსთში 2012 წელს და უგანდაშიც. ზუსტად ასეთი არჩვენები ჩატარდა ჩვენთაანც, როგორც უგანდაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პრეზენტაციაზე ნიკა გვარამიამ ემიგრანტების უბნებზე არ მიმაგრების თემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ “რეალურად ემიგრანტების ხმები არა თუ დაკარგა ოპოზიციამ, არამედ დაიმატა ოცნებამ“.
კოალიცია “ცვლიელებებისთვის“ ლიდერების თქმით, პრეზენტაცია ნათარგმნია და ის საერთაშორისო პარტნიორებს გადაეგზავნებათ.
ამასთან, გვარამიამ ოპოზიციის შეცდომაზეც ისაუბრა:
“ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა“, -თქვა გვარამიამ და იქვე დასძინა, რომ მიუხედავად ამ შეცდომისა, მათ, გაყალბებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოგროვება მოახერხეს.