"ოცნება" - 47,4%, "ნაციონალური მოძრაობა" - 25,2% - "ქართული ოცნების" მორიგი კვლევა

27.08.21 12:26
"ოცნება" - 47,4%, "ნაციონალური მოძრაობა" - 25,2% - "ქართული ოცნების" მორიგი კვლევა

"ქართულმა ოცნების" მორიგი სოციოლოგიური კვლევა - მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 47.7% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 25.2%.

"ოცნების" მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნება" - 47,4%

"ნაციონალური მოძრაობა" - 25,2%

"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 4,7%

"საქართველოსთვის" - 4,7%

"მოქალაქეები" - 3,2%

"ლელო" - 2,4%

"პატრიოტთა ალიანსი" - 1,9%

"ევროპული საქართველო" -1,8%

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 1,7%

"გირჩი" -1,1%

"ლეიბორისტული პარტია" -0,7%

"ერთიანი საქართველო" -0,7%

სხვა პარტიები - 4,3%

მმართვალი პარტიის დათვლით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი შემდეგნაირად განაწილდებოდა:

"ქართული ოცნება" -22 მანდატი

"ნაციონალური მოძრაობა" -12 მანდატი

"გირჩი - მეტი თავისუფლება", "საქართველოსთვის" და "მოქალაქეები" -  2-2 მანდატი.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს, "ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევით, შედეგები ასე გამოიყურება:

კახა კალაძე - 60,1%

ნიკანორ მელია - 29,2%

სხვა კანდიდატები - 10,7%

კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ყველაფერი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთგზის გახდა. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც, უსათუოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული,"-განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე მიხეილ სარჯველაძემ. 

კვლევა თბილისში21-25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3% კვლევა პარტია ქართული ოცნების სოციოლოგიურო კვლევის ჯგუფმა ჩაატარა.