ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ფრენები დაიწყო
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები განხორციელდა.
ბჟანია ამბობს, რომ ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება.
2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი განახორციელებს, რომელიც რუსეთის შს ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის კომპანიაა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა