დღეს თბილისი ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება - 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა გაიმართება
დღეს ზუსტად ხუთ საათზე თბილისში საპროტესტო აქციაა დაანონსებული. არა რუსულ არჩევნებს - ამ მოწოდებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. შეკრების ორგანიზატორი ჯგუფი "დაიტოვეა".
ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაუშვებენ ახალ პოლიტიკურ თაღლითობას და მოქალაქეების ხმების მოპარვას. ორგანიზატორები ახლა ყველას მოუწოდებენ გავიდნენ ქუჩაში და საკუთარი ხმა მთელ ქვეყანას და მსოფლიოს გააგონონ.
პროტესტს გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ზღაპრის ბოლო კეთილი არ იქნება - ამბიობენ, აქციის ორგანიზატორები.
"მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რადგან მეტი ადამიანის ხმა ისმოდეს, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები. მოვუწოდებდი ხალხს, რომ დღეს ჩაივან თბილად, რადგან უფრო დიდ ხანი გავჩერდებით და უფრო დიდი ხანი ვაპირებთ, რომ ჩვენი პროტესტის ტალღა გავაგრძელოთ. არ არის სავალდებულო, რომ გამოვიდნენ 5 საათზე, შეუძლიათ გამოვიდნენ 6-ზე, 7-ზე, მაშინ როცა სამსახურს ამთავრებენ და გავაგრძელოთ პროტესტი იქამდე, სანამ ზღაპრის ბოლო კეთილი არ იქნება", - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი.