"ხმების ქურდო" - პროტესტი ცესკოს შეფის სახლთან
პროტესტი ცესკოს შეფის სახლთან - "არ ვაღიარებთ მოპარული არჩევნების შედეგებს", "მონობა სიჩუმით იწყება", "ხმების ქურდო" - ამ შინაარსის წარწერები გიორგი კალანდარიშვილის სახლთან გვიან ღამით დატოვეს. აქცია პერფორმანსი კოალიცია ,,ცვლილებისთვის'' ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გამართეს.
ახლაგაზრდები ამბობენ, რომ სწორედ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი დაეხმარა ოცნებას" ხალხის ხმების მოპარვასა და თავისუფალი მოქალაქეების ნების უგულებელყოფაში. ისინი ასევე ამბობენ, რომ მოპარული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტი სხვადასხვა ფორმებით გაგრძელდება.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა