"არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს" - ილიაუნის დერეფნებში სტუდენტების მსვლელობაა

15.11.24 14:17
"არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს" - ილიაუნის დერეფნებში სტუდენტების მსვლელობაა

"დაასანქცირე ივანიშვილი", "არჩევნები არის გაყალბებული" - სტუდენტები "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" დერეფნებში ტრანსპარანტებით და რუპორებით დადიან და სტუდენტებს მოპარული ხმების დასაბრუნებლად ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ.

უნდა გამოვიდეთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და უნდა გავაგონოთ "ოცნება" რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, ჩვენს არას ვეუბნებით საპარლამენტო ლეგიტიმაციას, ამიტომ ყველამ უნდა გაიგოს და დაიცვას საკუთარი ხმა, გამოდით", - ამბობს სტუდენტი. 

მსვლელობის მიმდინარეობისას, როდესაც ახალგაზრდებმა აუდიტორიების კარი შეაღეს, ერთ-ერთმა ლექტორმა ლექცია შეწყვიტა და სტუდენტები მსვლელობაზე გაუშვა. ახალგაზრდებმა მას არჩევნების გაყალბების სიმბოლური სამკლაურიც გაუკეთეს. 

მნიშვნელოვანია ახლა რაც ხდება, ყველა უნდა შევერთდეთ, 5 წუთის შემდეგ ისევ გავაგრძელებთ ლექციას. ჩვენ, ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტული ღირებულებები გვაქვს, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ", - ამბობს ლექტორი "პირველებთან". 

ზუსტად ორ საათში დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა იწყება. ხუთ საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან ყველა თაობის და ყველა პროფესიის მოქალაქეს, ვინც ფიქრობს, რომ "ოცნებამ" მათ არჩევანის უფლება წაართვა.