ორსულები უნდა აიცრან, ლეტალობის პრევენციის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა - გამყრელიძე

27.08.21 13:20
ორსულები უნდა აიცრან, ლეტალობის პრევენციის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ორსულებს ვაქცინაციისკან მოუწოდებს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ლეტალობის პრევენციისთვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. 

სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, ჩვენებიც ჩართული არიან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ პრევენცია. ამის პრევენციის ერთი საშუალებაა მარტო - ორსულები უნდა აიცრან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

19 წლის ქალი თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ის სავარაუდოდ, აცრილი არ ყოფილა. 

მსგავსი სიახლეები