“ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“ - ბათუმში სტუდენტები აქციას მართავენ
ბათუმში, სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
ახალგაზრდების პროტესტი აქცია-პერფორმანსით გრძელდება. სტუდენტების მთავარი მოთხოვნა კი ხელახალი არჩევნებია.
“ჩვენი პროტესტი იქნება გრძელვადიანი და არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ“, - ამბობენ ისინი.
ჩვენი მოთხოვნა არ არის ცვალებადი, ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას და როგორც აქამდე ვიბრძოდით და ვაპროტესტებდით გაყალბებულ არჩევნებს და იმას რომ უნივერსიტეტი “ოცნების“ შტაბად გადაიქცა, ისევ გავაპროტესტებთ და ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, - ამბობს აქციის მონაწილე.
ჩვენი სათქმელია, რომ არჩვენები გაყალბდა, წაგვართვეს და ამისთვის გამოიყენეს უნივერსიტეტი, ეს ყოველგვარ სინდისს, ლოგიკას და ზღვარს გადასულია, ეს არ შერჩებათ. საქართველოს ისტორიას ახსოვს, რომ პროტესტები უნივერსიტეტებიდან იწყებოდა და მთავრდებოდა გამარჯვებით“, - აცხადებს აქციის მონაწილე.