"პირველების" ინფორმაციით, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 70 პატიმარია ინფიცირებული

27.08.21 13:33
"პირველების" ინფორმაციით, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 70 პატიმარია ინფიცირებული

უკონტროლო ეპიდვითარება ციხეებში - "პირვლების" ინფორმაციით, ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 70 პატიმარია ინფიცირებული.

ნაწილი თბილისის საავადმყოფოებში გაანაწილეს, მეორე ნაწილი ხონის ფსიქიატრიულში. 

ინფორმაციას "პირველებს" ერთ- ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი აწვდის. გასამართლების ოჯახის წევრები კი გვიყვებიან, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო, დახურეს ციხის მაღაზიები და აფთიაქები.​