"პირველების" ინფორმაციით, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 70 პატიმარია ინფიცირებული
უკონტროლო ეპიდვითარება ციხეებში - "პირვლების" ინფორმაციით, ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 70 პატიმარია ინფიცირებული.
ნაწილი თბილისის საავადმყოფოებში გაანაწილეს, მეორე ნაწილი ხონის ფსიქიატრიულში.
ინფორმაციას "პირველებს" ერთ- ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი აწვდის. გასამართლების ოჯახის წევრები კი გვიყვებიან, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო, დახურეს ციხის მაღაზიები და აფთიაქები.