როგორ მოიპარა "ოცნებამ" არჩევნები - დამკვირვებლებმა პრეზიდენტს მტკიცებულებები გადასცეს
როგორ მოიპარა არჩევნები ოლიგარქმა? - არჩევნების მიტაცების მტკიცებულებები პრეზიდენტის ხელშია. ადგილობრივი დამკვირვებლები სალომე ზურაბიშვილს უყვებიან იმას, რაც 26 ოქტომბერს უბნებზე საკუთარი თვალით ნახეს.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სხვისი პირადობებით ხმის მიცემა და ეს ყველაფერი არ არის. დამკვირვებლების და ახლა უკვე პრეზიდენტის ხელშიც არის ასეულობით ფაქტი და მტკიცებულება, როგორ მოპარა ხალხს არჩევანი ივანიშვილის ხელისუფლებამ.
ადამიანები მოდიოდნენ სხვა ადამიანების პასპორტებით. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ვითომ დამკვირვებლები და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ შეეზღუდათ ჩვენი უფლებები. პირველ რიგში, ეს გამოიხატებოდა იმით, რომ სავერსიფიკაციო აპარატებთან ახლოს არ გვატარებდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, რომელსაც ჰქონდა პასპორტში ჩადებული ქაღალდის ნაგლეჯი. ცდილობდნენ, რომ მე არ დამენახა და ეფარებოდნენ. კომისიის წევრმა ხელი მკრა და გამაგდო დერეფანში. 30 ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად", - ამბობს დამკვირვებელი.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.