700 ათასი ლარი "ოცნების" ყულაბაში - მმართველი პარტიის საეჭვო შემოწირულობები

27.08.21 13:49
700 ათასი ლარი "ოცნების" ყულაბაში - მმართველი პარტიის საეჭვო შემოწირულობები

სახელისუფლებო პარტიის საეჭვო შემოწირულებები - ბოლო ორ კვირაში "ქართულ ოცნებას" 700 ათასამდე ლარი შესწირეს. სამცხე ჯავახეთში  მმართველი პარტიის ყულაბა ფულით 87-მა ბიზნესმენმა ერთი და იგივე პერიოდში შეავსო.

ადგილობრივი  მედიის ცნობით, სუს-ის წარმომადგენლები ბიზნესმენებს გუბერნატორთან იბარებდნენ, სადაც მათ  "ოცნებისთვის" ფულის გადარიცხვას აიძულებდნენ. "სამხრეთის კარიბჭის" მტკიცებით, გუბერანტორის სამუშაო ოთახში შესვლამდე ბიზნესის წარმომადგნელებს მობილურ ტელეფონებს ართმევდნენ და  ჩხრეკდნდენ.  

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული "ქართული ოცნების" შემომწირველების სია მმართველ პარტიას უხერხულობას არ უქმნის, მათი თქმით, კანონით ყველა ადმაინას აქვს უფლება სასურველ პარტიას თანხა შესწიროს. 

თუკი რომელიმე ბიზნესმენს, ან ფიზიკურ პირს ქვს სურვილი რომ ჩარიცხოს მაგალითად "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ანგარიშზე თანხა, ეს არის კანონმდებლობით დაშვებული და ბუნებრივია, რომ აქ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის,  - ამბობს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები