სტუდენტების ინფორმაციით, მათ და ლექტორებს თსუ-ის შენობაში არ უშვებენ
სტუდენტების ინფორმაციით, მათ და ლექტორებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
ამ წუთებში ლექტორები და სტუდენტები შენობის კართან დგანან, დაცვა კი ეუბნება, რომ "მათ კონკრეტული მოტივი აქვთ და ამის გამო, შენობაში ვერ შეუშვებენ".
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
თსუ-ის ლექტორი, გიორგი ბადრიძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უნვერსიტეტის შენობიდან არ უშვებენ.
“არ მიშვებენ უნივერსიტეტიდან იმიტომ, რომ არ შემოუშვან სტუდენტები“, - წერს ის.
სტუდენტების მხარდასაჭერად საპორტესტო მსვლელობის მონაწილეები თსუ-ის შენობასთან მიდიან, რათა მხარი დაუჭირონ მათ.