"პროტესტი იქნება უწყვეტი" - ბსუ-ს სტუდენტები ღამეს დღესაც სასწავლებლის შენობაში გაათენებენ
სტუდენტების პროტესტი ბათუმში - უკვე მეორე დღეა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერისტეტის სტუდენტები შენობაში რჩებიან და წასვლას არ აპირებენ. ქვეყნის, საარჩევნო ხმების და ევროპული მომავლის გუშაგები გაყალებებულ და მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ.
სტუდენტები ღამის გათენებას დღესაც სასწავლების შენობაში გეგმავენ.
სტუდენტები სანამ ეს მთავრობა არ მიიღებს შესაბამის ზომებს, ვაპირებთ, რომ დავრჩეთ უნივერსიტეტში, ჩვენი პროტესტი დავაფქისიროთ სახალხოდ და ეს პროტესტი აუცილებლად იქნება უწყვეტი, სანამ სხვაგვარად არ განვითარდება მოვლენები, - ამბობს სტუდენტები.
ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებაც, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ბათუმში საგანგებოდ ჩავიდნენ.
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმს არ ატანენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა