ხმაური თსუ-თან - უნივერსიტეტთან აქციის მონაწილეები მივიდნენ
თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები არიან შეკრებილნი, რომლებსაც რამდენიმე წუთის წინ “დაიტოვეს“ მსვლელობის მონაწილეები შეურთდნენ.
ადგილზე შკრებული სტუდენტები შენობაში შესვლას და ფოტოს გადაღებას ითხოვდნენ, რათა ამ ჟესტით ბსუ-ის სტუდენტებისთვის სოლიდარობა გამოეხატათა, თუმცა ისინი შეობაში არ შუეშვეს და უთხრეს, რომ “შიგნით პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეიძლებოდა“.
მას შემდეგ რაც კარი ჩაიკეტა, სტუდენტები შენობის კიბეებზე დასხნდნენ. რამდენიმე წუთში შენობის წინ სამართლდამცველები მივიდნენ და შენობის წინ კორდონი გააკეთეს. ადგილზე პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეები ცდილობენ, შენობის კარი გააღონ და სტუდენტებს დაეხმარონ.
პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გვეუბნება, რომ თურმე იმ სტუდენტებისგან იცავენ შენობას, რომლებიც სწავლობენ ამ უნივერსიტეტში. შიგნით არ უშვებენ და არ აძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას. აქაც შევალთ და ევროპაშიც და ესენი ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ“, - ამბობს აქციის მონაწილე.
სტუდენტები გარეთ გამოსვლას ცდილობენ, თუმცა ვერ ახერხებენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციელებმა მათზე ძალა გამოიყენეს.