სტუდენტები ილიაუნიდან ისევ თსუ-კენ გაემართნენ - მსვლელობას რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ
სტუდენტებმა ილიაუნიდან მსვლელობა ისევ თსუ-კენ დაიწყეს. ახალგარზდები გეგმავენ, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.
ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია. ახალგაზრდების გარდა, საპროტესტო მსვლეობას შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეებიც. აქციის მონაწილეებს ავტომობილებიდან სიგნალებით ამხნევებენ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი უკვე საათზე მეტია პოლიციელების ალყაშია. ისინი სტუდენტებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. "მონებო!" სკანდირებენ ადგილზე შეკრებილი ახალგაზრდები.
რა ხდება ჭავჭავაძის გამზირზე ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმს არ ატანენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა