"აფხაზეთის ხელისუფლება, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერი და მთელი გუნდი ადგილზეა და აგრძელებს მუშაობას" - ბჟანია
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
დეფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ "აფხაზეთის ხელისუფლება, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერი და მთელი გუნდი ადგილზეა და მუშაობას აგრძელებს".
ძვირფასო კოლეგებო. დღევანდელი დღის მოვლენებმა მორიგ ჯერზე ჩვენი რესპუბლიკა დიდი პრობლემების წინაშე დააყენეს. აფხაზეთის მთავრობა, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და მთელი გუნდი იმყოფება აფხაზეთში ადგილზე და გააგრძელებენ მუშაობას. ამიტომ, გთხოვთ, პროვოკაციებს არ აყვეთ. მე აქ ვარ, აფხაზეთში და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ გავაძლიერებთ ძალებს, რომ აღვკვეთოთ ეს მოვლენები. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ გამოცემა "ბაზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი ე.წ. საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმს არ ატანენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა