"ვემიჯნებით ყველაფერ იმას, რაც ევროკავშირისგან გვაშორებს და რუსეთთან გვაახლოებს" - სამხატვრო აკადემიის სტუდენტები

16.11.24 00:35
"ვემიჯნებით ყველაფერ იმას, რაც ევროკავშირისგან გვაშორებს და რუსეთთან გვაახლოებს" - სამხატვრო აკადემიის სტუდენტები

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტთა ნაწილი ევროპული მომავლის მცველ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ.

განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი, ნინა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, რომ სტუდენტები ემიჯნებიან ყველაფერ იმას, რაც ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს და რუსეთთან აახლოებს. 

განცხადება🆘🆘🆘🆘🆘

ჩვენ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტთა დიდი ნაწილი, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ და გვერდში ვუდგავართ ყველა იმ სტუდენტს, ვინც ამ წამს იბრძვის ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის. არ ვეგუებით და ვემიჯნებით ყველაფერს, რაც ჩვენ გვაახლოებს რუსეთთან და გვაშორებს ევროკავშირს.

ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნებით, ვემსახურებით მას და ვთვლით, რომ ხელოვან ადამიანებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს თავისუფლების იდეასთან. ხელოვნება კი არის ცოცხალი და დამოუკიდებელი. 

ჩვენ ყოველდღე ისეთ ფურცლებზე ვხატავთ, უკან რომ არ ჟონავს. ⚫️

პირობას ვდებთ, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და არავის დავუთმობთ მთავარს, გამოხატვის თავისუფლებას!", - ვკითხულობთ განცადებაში.