"არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას, სოლიდარობას ვუცხადებთ სტუდენტებს" - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა
სულხან-საბა ორბელიანის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტების პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს.
მათი თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.
"ჩვენ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, არ ვაღიარებთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს!
ჩვენი თავისუფლების არჩევანი არ დავუთმოთ გაყალბებას!
მოდით, გაერთიანებული ძალით დავიცვათ საქართველოს ევროპული მისწრაფებები!" - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმს არ ატანენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა