100 612 ლარი კონცერტისთვის - რაში ხარჯავს ბათუმის მერია ფულს უმწვავესი ეპიდვითარების ფონზე

27.08.21 15:15
100 612 ლარი კონცერტისთვის - რაში ხარჯავს ბათუმის მერია ფულს უმწვავესი ეპიდვითარების ფონზე

 ბათუმის მერიამ 4-7 აგვისტოს კონცერტები გამართა და ამაში 100 612 ლარი დახარჯა - ინფორმაციას  ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო კონცერტები მხოლოდ 4-7 აგვისტოს გაიმართა, დარჩენილი კონცერტები კი გაურკვეველი დროით გადაიდო.
ღონისძიებებზე 100,612 ლარი დაიხარჯა – 26,737 ლარი ორგანიზებაში, ხოლო 73,875 ლარი მონაწილეთა ჰონორარებში.
 4-7 გვისტოს covid-19-ის შედეგად 140 ადამიანი გარდაიცვალა. თითქმის ყოველ საათში საშუალოდ 2 ადამიანი იღუპებოდა.
თავშეყრისაგან შეკავების მოწოდების პარალელურად, სახელმწიფო ორგანოები თავად არღვევენ რეკომენდაციებს.
კონცერტებში დახარჯული თანხით შესაძლებელი იქნებოდა 51 პაციენტის მონიტორის ან 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატის შეძენა" - წერს ორგანიზაცია.