"19 წლის გოგოს ნიღბიანმა პოლიციელმა წიხლი ჩაარტყა და გაიქცა" - აქციის მონაწილე
"19 წლის გოგოს ნიღბიანმა პოლიციელმა წიხლი ჩაარტყა და გაიქცა" - ამის შესახებ აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა.
ახალგაზრდამ "პირველებთან" საუბრის დროს აღნიშნა, რომ სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
"გვეჯიკავებოდნენ, წიხლს გვკრავდნენ, წაგვაქციეს და მერე მოძალადეებს აქეთ გვეძახიან" - ამბობს აქციის მონაწილე და ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
19 წლის გოგოს, ჩემს მეგობარს, წიხლი ჩაარტყა ნიღბიანმა პოლიციელმა და გაიქცა. გოგო ტიროდა, სასწრაფო გამოვუძახეთ და ახლა სასწრაფოს მანქანაშია. სულ სამი გოგო მოვდიოდით და ათი პოლიციელი წამოვიდა, გვეჯიკავებოდნენ, წიხლს გვკრავდნენ, წაგვაქციეს, და მერე მოძალადეებს აქეთ გვეძახიან. არ არის ეს ნორმალური, გამოდით ქუჩაში, არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება'',- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აღმაშენებლის ხეივანში ვითარება დაძაბულია - სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე სავარაუდოდ, დაკავებებიც დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლებას არ აძლევენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა