აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარე მსვლელობაზე ორი ადამიანი დააკავეს
აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარე მსვლელობაზე ორი ადამიანი დააკავეს - მათ შორის ერთი ვანო გომურაშვილია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სერგი ბზიშვილი ადასტურებს, რომ აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარე მსვლელობაზე ორი ადამიანი დააკავეს.
„ფორმულას” ინფორმაციით, დაკავებულია მათი ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა.
სერგი ბზიშვილის თქმით, ორივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს აღმაშენებლის ხეივანზე. პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს უფლებას არ აძლევს გზის სავალი ნაწილის სრულად გადასაკეტად. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად შეხლა-შემოხლაა.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმს არ ატანენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა