საპროტესტო აქციაზე შსს-მ სამი ადამიანი დააკავა
აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. მათ შორისაა, ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა და აქტივისტი ვანო გომურაშვილი.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
"პირველების" ინფორმაციით, სამივე მათგანი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები.
ცნობისთვის, ცესკოდან აღმაშენებლის ხეივანში წამოსულ მსვლელობის მონაწილეებს გზის გადაკეტვის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა, რის შემდეგაც აქციის 3 მონაწილე დააკავეს.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმს არ ატანენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა