აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობა დასრულდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაწყებული აქცია და აღმაშენებლის ხეივანზე გაგრძელებული საპროტესტო მარში დასრულდა.
ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა გაიმართა, სადაც არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოიცა. სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ევროპული მომავლის მცველები ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.
ცესკოში სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა საპროტესტო მარში აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციელები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ჯამში, სამართალდამცველებმა მსვლელობაზე სამი ადამიანი დააკავეს.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმს არ ატანენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა