"ვიბრძოლებთ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ" - ბსუ-ს სტუდენტების პროტესტი გრძელდება

16.11.24 15:40
"ვიბრძოლებთ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ" - ბსუ-ს სტუდენტების პროტესტი გრძელდება

ბსუ-ს სტუდენტების პროტესტი გრძელდება - ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის დერეფნებში უკვე მეორე ღამე გაათენეს. 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება არჩევნებს ხელახლა არ ჩაატარებს. 

ბევრი უნივერსიტეტი შემოგვიერთდა, სოლიდარობას ვუცხადებთ თსუ-ს და ილიას სტუდენტებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ ცოტა გართულებებით, თუმცა საბოლოო ჯამი ვიბრძვით მიზნამდე მუხლჩაუხრელად, დაუღალავად და მიზანს აუცილებლად  მივაღწევთ'', - ამბობს ერთ- ერთი სტუდენტი.

გუშინ საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო თბილისში. მთელი ღამის განმავლობაში აქედან სოლიდარობა ვუცხადებთ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს'', - ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი
 

ბათუმში დაწყებულ სტუდენტურ პროტესტს ბოლო რამდენიმე საათში სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს 10-მდე უნივერსიტეტმა.