აცრილებს შესაძლებლობა ექნებათ ლატარიაში ფული მოიგონ - ახალი ინიციატივა

27.08.21 16:55
აცრილებს შესაძლებლობა ექნებათ ლატარიაში ფული მოიგონ - ახალი ინიციატივა

ვაქცინირებული ადამიანები ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო ლატარიის კომპანიასთან აქტიურად მუშაობს.

მისივე თქმით, საკითხზე ოფიციალური განცხადება სექტემბრის დასაწყისში გაკეთდება.

1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ადამიანი გარკვეული ფულადი ჯილდოებით. შედგენილია სქემაც, ყველაფერი. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიის კომპანიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, -განაცხადა გამყრელიძემ.