"დაიბრუნე ხმა" - რუსთაველის გამზირზე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

17.11.24 10:19
"დაიბრუნე ხმა" - რუსთაველის გამზირზე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი კიდევ ერთხელ გახდება. "უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა!" - ამ შინაარსის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.

სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" ორგანიზებულია. დღეს ქუჩაში გასულ მოქალაქეებს დამკვირვებლები საკუთარ ისტორიებს მოუყვებიან, ვინ რა დარღვევა და გაყალბების ფაქტები გამოავლინა 26 ოქტომბერს.

ვფიქრობთ, მნიშნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდანაც იყოს აქცია, მათ შორის, პერფორმანსიც. ჩვენ გვექნება გამოფენა, სადაც ჩვენი დამკვირვებლები მოიტანენ ფაქტებს და ანახებენ იმ ფოტოსურათებს, რომელიც მათ გადაიღეს თვითონ საარჩევნო უბნებზე. ასევე, რა თქმა უნდა, ისინი მიმართავენ საზოგადოებას, ისაუბრებენ, თუ რა ნახეს საარჩევნო უბნებზე და რა თქმა უნდა, ისინი საზოგადოებას ჩააბარებენ ერთგვარ ანგარიშსაც.

ძალიან მნიშნელოვანია დღეს აქტიურობა. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ჩვენ ამ გაყალბებას არ შევურიგდეთ და ვიაქტიუროთ, ვიბრძლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძრვანელი ეკა გიგაური.
 

დღევანდელ აქციაზე სადამკვირვებლო მისიები იტყვიან იმასაც, როგორ წარმოუდგენიათ ახლა მოვლენების განვითარება. 

დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან დიდი ინტერესი, იმიტომ, რომ აქ იქნებიან და აქციაზე ისაუბრებენ უშუალოდ ის ადამიანები, დამკვრივებლები, რომლებიც არჩევნების დღეს იმყოფებოდნენ საარცევნო უბანზე, თავად შეესწრნენ კანონდარღვევებს, დანაშაულის ფაქტებს, არჩევნების გაყალბების ფაქტებს და ისინი თავად, როგორც თქვენი თანამოქალაქეები ისაუბრებენ იმაზე, რაც ნახეს. ისაუბრებენ, როგორ იყვნენ ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლის, მუქარის და შანტაჟის ქვეშ მთელი ის პერიოდი, რაც მათ უბნებზე გაატარეს. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები ვისაუბრებთ და წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, როგორ უნდა განვითარდეს შექმნილ ვითარებში მოვლენები და როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე, - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.