თიანეთში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა

17.11.24 10:25
თიანეთში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა

თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. 24 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია.