მშვიდობიან აქციაზე დაკავებულ დემონსტრანტებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა - ადვოკატები

17.11.24 11:18
მშვიდობიან აქციაზე დაკავებულ დემონსტრანტებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა - ადვოკატები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს დროებითი მოთავსების იზოლატორში სასტიკად გაუსწორდნენ. რეჟისორი გიორგი ლიფონავა, კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი ვანო გომურაშვილი და ემიგრაციიდან გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად დაბრუნებული მოქალაქე ბექა კახიძე წიხლებით სცემეს და დალურჯებები შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობათ. ეს ინფორმაცია დიღმის სამმართველოდან იურისტებმა გამოიტანეს. ადვოკატები ამბობენ, რომ სამივე აქტივისტი პოლიციამ უკანონოდ დააკავა.

დაკავებულები ამ წუთებშიც არიან იზოლატორში და შსს ისევ განაგრძობს მანკიერ პრაქტიკას და უნდა, რომ ეს ადამიანები 48 საათი ამყოფოს იზოლატორში, მაგრამ დაკავების დროს, როგორც ყოველთვის, შსს-ს წარმომადგენლები, ნიღბიანი კრიმინალები იყვნენ და ამ ადამიანებზე ძალადობდნენ. 
 

ძალადობის ეტაპი იყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დაკავებულებს ურტყამდნენ ფეხებს, მათ აღენიშნებათ დალურჯებები. მეორედ იძალადეს, როდესაც უკვე მანქანაში ჩასვეს. მათ აყენებნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. 
 

კახა არის ემიგრაციიდან, საფრანგეთიდან ჩამოსული და უნდოდა, ხმა მიეცა თავისუფლებისთვის. ის იბრძის თავისუფლებისთვის და დღეს დაკავებულია თავისუფლებისთვის. 
 

მურუსიძის სასამართლოსგან, რა თქმა უნდა, მოლოდინები არ გვექნება. სასამართლო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. 
 

პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს კიდევ ერთი ადვოკატი მარიკა არევაძე.  

პოლიციის მხრიდან მოხდა არაპროპორციული ძალის გამოყენება და აქციის მონაწილეთა დაკავება. კონკრეტულად ვანოს შემთხვევაში, მას ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. ის ძალიან მშიდად გადაადგილდებოდა, მიყვებოდა მსვლელობას და მოულოდნელად მას პოლიცია ფიზიკურად შეეხო და გადაწია გზიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. გააფრთხილა, რომ „მე შენ ორი დღეა გაფრხტლებო“, რასაც რამდენიმე წუთში მოყვა დაკავება სრულიად აბსურდული მუხლებით. 

ჩვენ, ამ შემთხვევაში, არ გავქვს საქმე სამართლებრივ პროცესთან. ეს არის პოლიციის მხრიდან ძალის დემონსტრირება. შესაბამისად,  მგვაჩნია, რომ ვანო ამჟამად არის უკანონოდ იზოლატორში და ვიბრძოლებთ მისი უფლებების დაცვისთვის, - ამბობს ადვოკატი მარიკა არევაძე. 
 

სამივე დაკავებული ამ დროისათის წინასწარი დაკავების იზოლატორშ რჩება. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება, თუმცა უცნობია, მიიყვანენ თუ არა დაკავებულებს სხდომაზე, რადგან, როგორც წესი, მათ, ვისაც ფიზიკური დაზიანებები ეტყობათ ხოლმე, პროცესებზე არ მიჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა გაიმართა, სადაც არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოიცა. სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ევროპული მომავლის მცველები ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. 

ცესკოში სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა საპროტესტო მარში აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციელები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ჯამში, სამართალდამცველებმა მსვლელობაზე სამი ადამიანი დააკავეს.